Washington Post: პუტინმა ევროპას უკრაინის გაყოფა შესთავაზა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩარევას იმ მიზეზით ხსნის, რომ ის ღელავს ეთნიკურ რუსებზე, რუსულენოვან მოსახლეობაზე და რუსეთის მოქალაქეებზე, – ამის შესახებ “Washington Post”-ის ჟურნალისტი მაშა გესენი წერს.
მისი აზრით, რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა საკუთარი თავი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოდ.18 მარტს პუტინმა ბოლშევიკები თავის დროზე უკრაინასა და რუსეთს შორის უკანონოდ, თვითნებურად საზღვრის გავლებაში დაადანაშაულა, ასევე – ყირიმისა და სევასტოპოლის გადაცემაში უკრაინისთვის.
ავტორის აზრით, პუტინს მიაჩნია, რომ 1917 წლის შემდეგ ახლა საზღვრების შეცვლა შესაძლებელია. ერთი თვის წინ ვლადიმერ პუტინმა მოიხსენია სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც ეკუთვნოდათ უკრაინის მიწები. მას უნდოდა შეეთავაზებინა ევროპისთვის, რომ უბრალოდ გავიყოთ უკრაინაო, – ამის შესახებ წერს ჟურნალისტი მაშა გესენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები