გომბორზე, მომხდარი ავარიის შედეგად, 20-მდე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაახლოებით 20-მდე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო ბრიგადის 9 ეკიპაჟი მუშაობდა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, არ არის გამორიცხული, დაშავებულები თბილისში რეანომობილებით გადმოიყვანონ.
საგანგებო სიტუაცია მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას აგრძელებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები