გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია – არიან დაშავებულებიც

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი  ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, სამი კი ქალია . არიან დაშავებულებიც.
„კვირას“ ინფორმაციით, თბილისიდან გომბორზე მიმავალი სამარშრუტო ტაქსი, რომელიც კახეთში ექსკურსიით მიდიოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხევში გადაიჩეხა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
ამ წუთებში, მაშველებს ხევში გადავარდნილები ამოჰყავთ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები