ასლან ჯიოევი, რომელსაც თავის ქალის ფუძის მოტეხილობა აღენიშნება, თბილისში „წითელი ჯვრის“ დახმარებით გადმოიყვანეს

ასლან ჯიოევი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილის წამებაში მონაწილეობდა, „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული. „კვირას“ ინფორმაციით, ასლან ჯიოევის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას თავის ქალის ფუძის მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება, იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თბილისში წითელი ჯვრის დახმარებით გადმოიყვანეს.
„კვირას“ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ასლან ჯიოევი თბილისში უკვე რამდენიმე დღეა გადმოიყვანეს და მას თან მეუღლეც ახლავს. „კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, ასლან ჯიოევი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილეა.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ლუდვიგ ხაჩიროვის(საკონტროლო გასროლის ავტორი) ძმის, ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში… …ასლან ჯიოევი, ომონელი(ფილიპ ხაჩიროვის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი, ახალგორის დე ფაქტო მილიციის უფროსის ნათესავი) ა.ჯიოევი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში. იგი კლინიკაში გადმოიყვანეს 7ივნისს, ცხინვალიდან. როგორც ირკვევა, ჯიოევი კატასტროფის ცენტრის მანქანამ გადმოიყვანა თბილისში, ავტოავარიის შემდეგ“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები