„კულტურული ღამის ტურები საქართველოში“ – ზაფხულში რიყის პარკი კონცერტებს უმასპინძლებს

9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს,  20:00 საათზე, თბილისში, რიყის პარკში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ქართული ცეკვის კონცერტები – „Cultural Night Tours In Georgia” გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონცერტებში – „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“  მონაწილეობას მიიღებენ – ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი“.
ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Chek In Georgia-ს დაფინანსებით ხორციელდება.
კონცერტებზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები