რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ძლიერი დაკვამლიანებაა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე – 3 სართულზე, ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ბინაში, სადაც დაკვამლიანება მოხდა, არავინ იმყოფებოდა.
თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს დილით სახლიდან გავიდნენ, გაზქურა ჩართული დარჩათ, რაზეც სადილის ქვაბი იდგა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები