ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს მწერალთა სახლში  ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ.
134 წიგნიდან მოკლე სიაში 38 ავტორის ნაწარმოები მოხვდა.
წლის საუკეთესო დებიუტისთვის შორენა ხუხუა დაჯილდოვდა. საუკეთესო პოეტური კრებული –  სოსო მეშველიანი და ლელა სამნიაშვილი. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა – გიგი ხორნაული. საუკეთესო პროზაული კრებული – ბექა ქურხული. წლის რომანის ჯილდოს მფლობელია ნაირა გელაშვილი. საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინისთვის „ლიტერა” მაქსიმე მაჩაიძეს ერგო.
წელს „ლიტერას“ რიგით მესამე ღონისძიება გაიმართა. ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ერთობლივი კონკურსია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები