ევროკავშირის “შავი სია” გაფართოვდა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებას განაგრძობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის გადაწყვეტილებით, იმ ადამიანების სია გაზარდა, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა. ჩამონათვალს 13 პირი და ორი კომპანია დაემატა. დღემდე ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა ჩამონათვალში 48 ადამიანი შედიოდა. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება, ხოლო ევროპის ბანკებში არსებული მათი ანგარიშები გაიყინება. ამასთან, მინისტრებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ უკრაინაში სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედგებს.