დედა პარასკევა: პატრიარქს უკვე ვესაუბრე…

„ყველაფერი კარგად იქნება“ – ასე დაამშვიდა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  დედა პარასკევა. როგორც „კვირას“ დედა პარასკევამ განუცხადა, იგი ილია მეორეს მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში მომხდარი ინციდენტის შესახებ ესაუბრა.
„პატრიარქს ყველაფერი მოვახსენე. დამპირდა, მოითმინე, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ დღეებში კი პირადად შევხვდები. პატრიარქმა მითხრა – „მოიფიქრე, ყველაფერი ჩამოაყალიბე და ისე მოდი ჩემთან,  ყველაფერი კარგად იქნებაო“- განუცხადა „კვირას“ დედა პარსასკევამ.
„კვირას“ ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, დედა პარასკევას დედა გარდაეცვალა. ის  10 მაისს დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღოლს დედა ქეთევანსა და დედა პარასკევას შორის ინციდენტი მოხდა.
„მემუქრებოდა, თავს გაგიტეხავ და ახლავე წადი აქედანო. უშვერი სიტყვებით მლანძღავდა. შე გაფუჭებულოო – მეძახდა. მეც ავდექი და უჩუმრად მონასტერი დავტოვე“, – განუცხადა „კვირას“ დედა პარასკევამ. მისი თქმით, მისი სამთავროს მონასტრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დედა ქეთევანმა მიიღო. ინციდეტის შემდეგ, დედა პარასკევა ნათესავებთან ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები