რუსეთი უკრაინას დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში გაზზს 3 ივნისს გაუთიშავს

“ნაფტოგაზის” მიერ „გაზპრომისთვის“ 3 ივნისს, 10:00 საათამდე დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. როგორც “უნიანი” წერს, ამის შესახებ “გაზპრომის” მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, “გაზპრომი” 13 მაისს “ნაფტოგაზს” ივნისის წინასწარ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც უკრაინამ 2 ივნისამდე უნდა გადაიხადოს . რუსეთის პრემიერის მედვედევის განცხადებით კი, გაზთან დაკავშირებით უკრაინა წინასწარი გადახდის სისტემაზე უნდა გადაიყვანონ. “ვფიქრობ, დროა შევწყვიტოთ ფერება, გააფრთხილეთ ისინი და უკვე ხვალიდან წინასწარ გადახდაზე გადაიყვანეთ. მიმაჩნია, რომ ყველა შესაძლო მეთოდები სიტუაციის დასარეგულირებლად უკვე გამოიყენა “გაზპრომმა”, მაგრამ ჩვენი არ ესმით. რადგან ასეა, დროა, უკვე ვიმოქმედოთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”, – განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები