თბილისში გველები მომრავლდნენ

თბილისში, „112“ -ში ქვეწარმავლების შესახებ შეტყობინებები გახშირდა. დღეს დიდ დიღომში ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა გველი დაიჭირეს. როგორც, „კვირას“ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის უფროსმა ნატა გელაშვილმა განუცხადა, დღეს „112“-ში გველების შესახებ სამი შეტყობინება დაფიქსირდა, თუმცა მხოლოდ ერთი ქვეწარმავლის დაჭერა გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის მოსახლეობამ ქვეწარმავლი სოლოლაკშიც შენიშნეს.
„გაზაფხულზე ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლების შესახებ შეტყიბინებები ბოლო ერთი თვის განმავლობაში გახშირდა. ჩვენი სამსახურის მიერ ყველა შეტყობინებაზე რეაგირება დროულად ხდება“, – განაცხადა ნატა გელაშვილმა.
„კვირას“ ინფორმაციით, ბოლო დროს გველები განსაკუთრებით კრწანისის დასახლებაში შეიმჩნევა. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, სთხოვენ, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები