დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ბიზნესმენ დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. პაციენტი კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების პალატაშია მოთავსებული და მკურნალობას აგრძელებს. როგორც „კვირას“ გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლელა ჩაგანავამ განუცხადა, უკვე რამდენიმე დღეა დავით კოდუა რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი.
„პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. კონტაქტურია. მას ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატიც აღარ სჭირდება. თუმცა მკურნალობას აგრძელებს და ექიმების მეთვაყურების ქვეშ იმყოფება“, – აღნიშნა ლელა ჩაგანავამ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძის ქუჩაზე დავით კოდუას თავდასხმის ფაქტი 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთ ღონისძიებად 2 – თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.