ხათუნა ხოფერია: ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, მეტროპოლიტენის გაფიცვას, მხოლოდ საბოტაჟი შეიძლება ეწოდოს

„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ თბილისის მეტროპოლიტენის ასეთ დროს გაფიცვა, შემთხვევითი არაა და საგამომძიებლო ორგანოებს ამ საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდა.
“არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი აზრი იმის თაობაზე, რომ მეტროპოლიტენის გაფიცვა არ არის შემთხვევითი. გასაგებია, რომ მეტრო არ არის სტრატეგიული ობიექტი, მაგრამ მისით სარგებლობს დღეში მილიონობით ადამიანი და ამ ფონზე, როცა რუსთაველი დაკეტილია, აქეთ, ვაკის პარკში ახალგაზრდები მართავენ აქციებს, იმ ადამიანების გაფიცვას და ქალაქის პარალიზებას, ვისაც საშუალოზე მაღალი ხელფასები აქვთ, რა ჰქვია, თუ არა საბოტაჟი? ამის შესახებ დავწერე სოციალურ ქსელში და მოვითხოვე გამოძიება. ეს არ გახლავთ რთული გამოსაძიებელი, ეს ადამიანები აუცილებლად იტყვიან, რატომ მიიღეს ასე ნაჩქარევად გადაწყვეტილება და რატომ გაახსენდათ თავიანთი ხელფასები მაშინ, როცა ჩვენი შვილების სამართალი იხილებოდა ქვეყანაში, ამ სამართალზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება ხელისუფლებას და სწორედ მაშინ შექმნეს დამატებითი ცხელი წერტილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის სერიოზული უგულვებელყოფა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალისა. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ გაფიცვის მოწყობაში, სერიოზულად იყო ჩართული მეტროპოლიტენის პროფკავშირი და ირაკლი პეტრიაშვილი. არაა ძნელი დასადგენი მეტროპოლიტენის პროფკავშირის და მეტროპოლიტენის დირექტორის წარსული და პოლიტიკური სიმპათიები, პეტრიაშვილის წარსული ისეც ღიაა, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები