„ტელევიზიის დანიშნულება ჯოჯოხეთის მოწყობა, თუ საზოგადოების სწორი ინფორმირებაა?“

უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიტივის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი „კვირასთან“ ფარული ჩანაწერების თემას ეხმაურება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ “მოსმენებთან“ დაკავშირებით ე.წ. სკანდალი ყოფილმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ განზრახ დაგეგმა. მისი თქმით, ტელევიზია, რომელსაც დამოუკიდებლობაზე და მედიის თავისუფლებაზე გარკვეული ამბიციები გააჩნია, არ უნდა ექცეოდეს არც ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ.
“მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მან მეგობრის (თამარ ჩერგოლეიშვილს) სიტყვები მოიშველია და ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობით დაემუქრა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მტკიცებულებები რომელიც საგამოძიებო უწყებას „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა მიაწოდა, ვიდეომასალის გაასაჯაროვების შემდეგ, კოვზიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მაინტერესებს, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან ადამიანი, რომელმაც საგამოძიებო უწყებებთან კანონიერად ითანამშრომლა? ტელევიზიის დანიშნულება ჯოჯოხეთის მოწყობაა თუ საზოგადოების სწორი ინფორმირება? რას ნიშნავს, ფარული მასალები მიაწოდეს და, კონფიდენციალური ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ კადრების მომწოდებლის სახელს და გვარს არ ასახელებს? ეს სცენარი 5 მაისს, „რუსთავი 2“-ის ოფისში დაიწერა, როცა იქ „სამაგიდო სამუშაოს“ ჩასატარებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ წინასწარ დადგმული სპექტაკლი და „ეს შენ გეხება-ყველას გვისმენენ“-ის გაგრძელებაა, რომლის მიღმა მთელი “ნაციონალური მოძრაობა” დგას. მიმაჩნია, რომ ტელევიზიას, რომელსაც დამოუკიდებლობაზე და მედიათავისუფლებაზე გარკვეული ამბიციები გააჩნია, არ უნდა ექცეოდეს არც ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ“, – განუცხადა “კვირას“ გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები