ზაზა სარალიძეს სურს, რომ ხვალ, 14:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილს შეხვდეს

 

ზაზა სარალიძეს სურს, რომ ხვალ, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდეს.
„ხვალ ორ საათზე მივდივარ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ყველა პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან ერთად მივდივარ გიორგი კვირკკაშვილთან. ბოდშს გიხდით, მე ახლა მივდივარ მეუღლესთან, რადგან ცუდად არის. დეტალებს გაგაცნობთ ჩემი მეგობრები“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
როგორც ზაზა სარალიძის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ზაზა სარალიძეს ეკუთვნის.
როგორც გაირკვა ეს ინიციატივა, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ არის და ეს ცნობილი ყველასთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა.
ზაზა სარალიძე აქციას ამ წუთებში ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები