არასრულწლოვან ლაშა კუჭაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვან ლაშა კუჭაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში უწყებაში დაბარებულია მოქალაქე დათო ხარშილაძე. გამომძიებლები ხარშილაძეს უწყებაში დღეს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შალვა კუჭაშვილის განცხადებით, მას დათო ხარშილაძემ მუქარის შემცველი გზავნილები გაუგზავნა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუწრა. კუჭაშვილი თავდაპირველად პარლამენტთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა, შემდეგ კი აქციას გამოეყო. იგი მასზე ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. კუჭაშვილმა სამართალდამცველ უწყებებს მედიის მეშვეობით მიმართა.