სვანეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ადგილობრივმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, ორ თანასოფლელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. დაჭრილი მამაკაცი წუხელ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები