ნასვამი მამაკაცი სიდნეის ოპერის სახურავზე აძვრა (ვიდეო)

ავსტრალიაში, სიდნეის ოპერის სახურავზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავიდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ვერტმფრენები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა სპეცტექნიკის გამოყენება საჭირო არ გახდა. პოლიციის ორმა ოფიცერმა, ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მამაკაცს თეატრის სახურავის დატოვება აიძულა.როგორც თვითმხილველები ყვებიან, პოლიციელების მისვლამდე მამაკაცი თეატრის სახურავზე დადიოდა, სიგარეტს ეწეოდა და სვამდა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა პოლიციაში დარეკეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=g8womcFoPqA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები