შსს-ში მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა დასრულდა

ხორავა ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა დასრულდა. 5 არასრულწლოვნისა 51 სკოლის მასწავლების გამოკითხვა 6 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მათ უწყებასთან გაუთქმელობის შეთანხმება აქვთ გაფორმებული, ამიტომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

გამოძიება 4 ივნისს დაკითხავს საქმის ფარგლებში მსჯავრდებულ ორ პირსაც.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლო გადაწყვეტილებას პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები