შს მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე ესწრებოდა. გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატიურად გააცნობს. გიორგი გახარია მზად არის უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას, ზაზა სალარიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები