ხლოპონინი ჩრდილოეთ კავკასიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტს ტოვებს

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექსანდრ ხლოპონინი თანამდებობას ტოვებს, თუმცა ვიცე-პრეზიდენტად რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ამის გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის შინაგანი ჯარების ერთობლივი ჯგუფის მეთაური სერგეი მელიკოვი ხდება.
“ალექსანდრ გენადის ძე ხლოპონინი ვიცე-პრემიერის პოსტზე რჩება “, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
2010 წლის იანვარში ალექსანდრ ხლოპონინი რუსეთის პრემიერ – მინისტრის მოადგილედ, ჩრდილოეთ კავკასიის რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა. დანიშვნის შემდეგ ის კრასნოიარსკის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა – ამ თანამდებობაზე იგი 2007 წლიდან იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები