რატომ აღარ იბეჭდება “ასავალ-დასავალში“ინტერვიუები ედუარდ შევარდნაძესთან?

გაზეთ „ასავალ-დასავალს“, რომელიც ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუებს სისტემატურად ბეჭდავდა, ბოლო რამდენიმე ნომერში ექსპრეზიდენტან ინტერვიუ არ გამოუქვეყნებია. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ დაინტერესდა ამ ფაქტით და ექსპრეზიდენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
როგორც “კვირას“ ექსპრეზიდენტის პრესმდივანი მარინა დავითაშვილმა განუცხადა, ედუარდ შევარდნაძე ამ ეტპზე “სხვა“ საქმითაა დაკავებული და თავისივე სურვილით მედიასთან ურთიერთობისგან დროებით თავს იკავებს.
„ისე დაემთხვა, რომ ბატონი ედუარდი რამდენიმე ხნის განმავლობაში გაციებული იყო, ვირუსი ჰქონდა და ამის გამო ინტერვიუ ვერ შედგა. ამ ეტაპზე კი სხვა საქმითაა დაკავებული და ამჯობინა, რომ მედიასთან ურთიერთობა დროებით შეწყვიტოს, ესაა და ეს. სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს. ახლა თავს უკეთ გრძნობს, სტუმრებსაც ჩვეულ რეჟიმში იღებს. რამდენიმე დღის წინ გერმანიის ელჩმა მოინახულა, რომელმაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილი გადასცა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონ ედუარდს უბოდიშებდა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მისი პირადად მონახულება ვერ მოახერხა“, – განუცხადა “კვირას“ მარინა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები