ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი: სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაურკვეველია

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ პროკურორმა მარიკა გოგოხიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროკურორი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და „ბუნდოვანს და გაურკვეველს“ უწოდებს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი. მას შემდეგ რაც სასამართლო ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას მოგვაწოდებს, მისი დასაბუთების შესაბამისად, ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომელი მტკიცებულება გაიზიარა. ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ნამდვილად იძლეოდა იმის შესაძლებლობას და გონივრულ მოლოდინსაც, რომ ორივე ბრალდებული ცნობილი უნდა ყოფილიყო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში… ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები