ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქალაქო სასამართლოსთან სამი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.
შეგახსენებთ, დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები