გენადი კერნესი ხარკოვში ტერორისტების შესაჩერებლად ბრუნდება

ხარკოვის მერი გენადი კერნესი ამ დღეებში ხარკოვში ბრუნდება და ის არ დაუშვებს ტერორისტების შემოსვლას ქალაქში,- ამის შესახებ მან “მეცხრე არხის” ჟურნალისტებს ინტერვიუს დროს განუცხადა.
“ეს როგორ გავაკეთოთ? არის არსებული კანონმდებლობა. ჩვენ უნდა ჩავატაროთ განმარტებითი მუშაობა ადგილზე. მე ასეთ მუშაობას ვატარებდი, ვხვდებოდი რეფერენდუმის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს. ვცდილობდი, ამეხსნა, რომ საჭირო იყო კანონი და ასეთი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ხალხთან დაბრუნება და მუშაობის დაწყება. უკრაინის ერთიანობა და ხარკოვის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა მინდა”,- განაცხადა კერნესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები