დაკარგული ბოინგის მგზავრის მეგობარ ქალს მოკვლით ემუქრებიან

8 მარტს დაკარგული ბოინგის “Malaysia Airlines”-ის დაკარგული ამერიკელი მგზავრის მეგობარმა ქალმა შეტყობინება მიიღო, სადაც მას სიკვდილით ემუქრებოდნენ,- ამის შესახებ “Mail Online” წერს.
სარა ბაჟკიმ, რომელიც ბოინგის მგზავრის ფილიპ ვუდის მეგობარი ქალია, მიიღო შეტყობინება, სადაც წერია :”მე ვგეგმავ, 370 რეისის დაკარგვის შემდეგ, რამდენიმე კვირის შემდეგ ჩამოვიდე და მოგკლა “.
ქალის ტელეფონზე ასევე რამდენიმე პორნოგრაფიული ფოტოსურათი და ჩინური ტელეფონის ნომრებიდან შესული განგაშის ზარები დაფიქსირდა. როგორც ცნობილი ხდება, ბაჟკის სახლის გატეხვცა რამდენჯერმე სცადეს.
“ის, ვინც სახლის გატეხვა სცადა, ძალიან ფრთხილად მოქმედებდა, თუმცა მე შევამჩნიე, რომ სახლში რამდენიმე ნივთი გადაადგილებული იყო. ჩემი სეიფის კოდიც გადატვირთული იყო. ეს მაშინ ხდება, როდესაც კოდს სამჯერ არასწორედ შეიყვან”,- განაცხადა სარამ.
ზარების შესვლა სარას ტელეფონზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სახლის გატეხვის მცდელობა პირველად მოხდა, ხოლო შეწყდა, რაც მილიციამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები