ლეონიდ აგუტინი: კონჩიტა ვურსტის ყურება ჩემთვის ამაზრზენი იყო

მომღერალმა ლეონიდ აგუტინმა კომენტარი გააკეთა „ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებულზე, რომელიც ავსტრალიელი კონკურსანტი კონჩიტა ვურსტია.
“მე ვუყურებდი „ევროვიზია 2014“-ს. კონჩიტა პროფესიონალურად, ლამაზად მღერის. მას გამორჩეული ვოკალური მონაცემები აქვს და ის კარგადაც გრძნობს ბალანსს ხმასა და მუსიკას შორის. სიმღერაც კარგი იყო. თუმცა, გამოგიტყდებით, რომ ამის ყურება ჩემთვის არასასიამოვნო, მეტიც, ამაზრზენი იყო. ვფიქრობ, ბევრმა, კონჩიტას მისი ვოკალური მონაცემების გამო მისცა ხმა. ხალხს ეშინია, რომ არაცივილიზებული ჰომოფობები გამოჩდნენ. ისინი დროს მიყვებიან ხელოვნებაში. ყველაფერი მარტივად არის, განსაკუთრებით საესტრადოში – მოგწონს თუ არ მოგწონს. მე არ მომეწონა ჩემი გრძნობა.
წარმოიდგინეთ, თქვენ იყიდეთ ყვავილები თქვენი საყვარელი მომღერლის კონჩიტას კონცერტისთვის, ზიხართ პირველ რიგში და 15-16 სიმღერის შემდეგ დაცვა საბოლოოდ სცენასთან ახლოს გიშვებთ. თქვენ თაიგულს ართმევთ კონჩიტას და ის მადლობის ნიშნად ნაზად გკოცნით. წარმოიდგინეთ? დარწმუნებული ვარ, ზოგს მოეწონა. სხვადასხვაგვარი ხალხი არსებობს, მთავარია, საკუთარ თავს არ მოვატყუოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ისტორიაში მამაკაცმა თავისი კვალი დატოვა, მაგრამ ჩემთვის სედიუჩკა უფრო სიმპათიურია, ყველაზე მცირე, ის ყოველთვის გაპარსულია მაინც… “, – განაცხადა მომღერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები