დონეცკის ოლქში „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი გაიტაცეს

დონეცკის ოლქში „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი პაველ კანიგინი წუხელ, გვიან ღამით გაიტაცეს, – ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ფოტოგრაფმა პეტრ შელომოვსკიმ დაწერა.
“კანიგინმა წუხელ, გვიან ღამით გამომიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც წერდა, რომ გაიტაცეს და, სავარაუდოდ, სლავიანსკში გადაჰყავდათ. მან გამტაცებლებს 1000 დოლარი გადაუხადა და შეჰპირდნენ, რომ გაათავისუფლებდნენ. თუმცა, პაველ კანიგინის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია”, – წერს ტვიტერის გვერდზე პაველ კანიგინის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ილია აზარმა. „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები