კონჩიტა ვურსტი მთებში გაიზარდა

კონჩიტა ვურსტი ვნებიანი კოლუმბიელი, არაფრით გამორჩეული ავსტრალიელია. „ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებულის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებობს მომღერლის ორი ბიოგრაფია: ერთი, რომელიც გამოგონილია კონჩიტასთვის და მეორე – რეალური ტომასისთვის.
ფსევდობიოგრაფიის მიხედვით, კონჩიტა კოლუმბიის მთებში, ბოგოტიდან ოდნავ მოშორებით გაიზარდა, ხოლო ბავშვობა გერმანიაში გაატარა. 2011 წელს კონჩიტა ვურსტმა გამოაცხადა, რომ მოცეკვავე ჟაკ პატრიკზე არის დაქორწინებული. მისი თქმით, ეს ურთიერთობა 4 წელი გრძელდებოდა. მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კონჩიტა და ტომასი ორი სხვადასხვა ადამიანია სხვადასხვა ბედით, რომლებიც ერთ გუნდში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები