ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც “ბი-ბი-სი” ლიტვის საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, ბიულეტენების 95%-ის დათვლის შედეგად, ლიტვის მოქმედმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ხმების 46% მიიღო, მისმა მეტოქემ, “სოციალ-დემოკრატების” კანდიდატმა, ევროპარლმენტარმა ზიგმანტას ბალჩიტისმა კი 14%. ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 25 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები