დღეს რუსეთს და ყირიმს ახალი სანქციები დაუწესდებათ

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის 15 მოქალაქისა და ყირიმის 5 კომპანიის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობის საკითხი შეათანხმეს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, რომელზეც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დღეს გაიმართება. ის დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მოქალაქეების სია რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესდათ, პირველად 17 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო 21 აპრილს 12 მოქალაქეს დამატებით დაუწესეს სანქციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები