სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს
„გრუს“ ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი, რომელიც ნერვულ-პარალიტიკური გაზით რამდენიმე თვის წინ მოიწამლა, საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ განცხადება რეგიონის ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა.
„სკრიპალი თავს ნორმალურად გრძნობს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას გვაძლევს. მათ, ვისაც ეს ინციდენტი შეეხო ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს,“ – აღნიშნა სოლსბერის ჰოსპიტალის დირექტორმა კარა ჩარლზ-ბარკსმა.
საავადმყოფოს პერსონალმა არ დააკონკრეტა, თუ სად იყოფება ამ ეტაპზე სერგეი სკრიპალი.
„საავადმყოფოდან გაწერილი ყველა პაციენტის კონფიდენციალურობას საავადმყოფო უზრუნველყოფს“, – აღნიშნეს საავადმყოფოს ადმინისტრაციაში და დაამატეს, რომ სერგეი სკრიპალის გამოჯანმრთელების პროცესი სახლში გაგრძელდება.
ცნობისათვის, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი სოლსბერიში რამდენიმე თვის წინ უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ხელისუფლება მისი ყოფილი ჯაშუშის მოწამვლაში არაერთხელ დაადანაშაულა, რასაც ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს რუსეთი.