დონალდ ტრამპის გოლფ-კლუბთან სროლა მოხდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე გოლფ-კლუბთან ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივი პოლიცია, მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სროლაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სროლა გოლფ-კლუბთან დღეს დილით მოხდა. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე მოახერხეს სროლაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება.
მაიამის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, უცნობია სროლაში მონაწილეთა ვინაობა და დაპირისპირების მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ მაიამიში მდებარე გოლფ-კლუბი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკუთრებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები