ახალ ზელანდიასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ახალი ზელანდიის სანაპიროებთან ახლოს, 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგიური სამსახური იტყობინება.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 544 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ოპოტიკთან დაფიქსირდა. ბიძგების კერა მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ამ დროისათვის, ნგრევისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროების შესახებ კი, ამ ეტაპზე, განგაში არ გამოცხადებულა.