სიმონ ნოზაძე: “ქართვლის დედის” სტატუსი იმ დედებს უნდა მიენიჭოთ, რომლებსაც 5, ან მეტი შვილი ეყოლებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სიმონ ნოზაძე მრავალშვილიანი დედებითვის “ქართვლის დედის” სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, აღნიშნული სტატუსით ისარგებლებენ ის დედები, რომლებიც 5, ან მეტ შვილს გაუზრდიან სამშობლოს და ისინი ქართული ცნობიერებით აღიზრდებიან. როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ამგვარი სტიმული შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს ქალბატონებისთვის.

“ადრე იყო “გმირი დედის” წოდება, ჩემი ეს ვარიანტი “ქართვლის დედის”, პირობითი შეიძლება იყოს და სხვა სახელზე მოხდეს შეჯერება. უბრალოდ, მე მინდა მადლიერება გამოვხატოთ იმ დედების მიმართ, ვინც მრავალ შვილს გაუჩენს და გაუზრდის სამშობლოს. თუ ამ იდეას საზოგადოების მხრიდან დაინტერესება მოჰყვება, შეიძლება საბოლოო სახე მიიღოს და მსვლელობა მიეცეს.

დემოგრაფიული მდგომარეობა იმდენად მძიმეა ქვეყანაში, რომ ნებისმიერი სტიმული შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს. ეს სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ ქალბატონს, რომელსაც ეყოლება 5, ან მეტი შვილი და ისინი ქართული ცნობიერებით აღიზრდებიან და მოიხდიან მოქალაქეობრივ ვალს”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები