ეგვიპტელმა სამხედროებმა 19 მუსლიმი ექსტრემისი გაანადგურეს
მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ეგვიპტელმა სამხედროებმა და პოლიციის თანამშრომლებმა 19 ექსტრემისტი მუსლიმის ლიკვიდაცია მოახერხეს. ამის შესახებ ეგვიპტის სამხედრო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ცნობილია, რომ ეგვიპტელმა სამხედროებმა სინაის ნახევარკუნძულზე 10 ექსტრემისტი გაანეიტრალეს, ხოლო მოგვიანებით, მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ 9 მუსლიმი ექსტრემისტის განადგურება შეძლეს.
ეგვიპტის მთავრობის მიერ სანქცირებული სპეცოპერაცია „სინაი-2018“ უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე რეგიონებში. ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა და სამხედროებმა, სპეცოპერაციის ფარგლებში, 200-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლის განადგურება მოახერხეს.