რუსეთი უკრაინას საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება
„რია-ნოვოსტი უკრაინას“ ხელმძღვანელის დაკავებას, დღეს, კრემლი გამოეხმაურა და საპასუხო რეაგირების შესახებ განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსული მედია-საშუალებების წარმომადგენლების მიმართ, უკრაინის სამართალდამცველების მიერ განხორციელებული ქმედებები. მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს დგამს.
„კრემლი კატეგორიულად არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეების მიმართ მსგავს ქმედებებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია რუსული მედია-საშუალებების წარმომადგენლებზე. რუსეთის მოქალაქეების მიმართ, ასეთი ქმედებების განხორციელებისას, რუსეთი მალევე გააკეთებს საპასუხო სვლას,“-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობილია, რომ 15 მაისს, უკრაინაში მდებარე „რია ნოვოსტი-უკრაინას“ ოფისში, უკრაინელი სამართალდამცველები შეიჭრნენ და ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სააგენტოს ხელმძღვანელი დააკავეს.