ისლამაბადი ისრაელის პალესტინის დედაქალაქად აღიარებას ითხოვს

ისლამაბადმა, ისრაელის ქმედებები პალესტინელების მიმართ, სასტიკად დაგმო. პაკისტანის საგარეო უწყება გაერო-ს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ისრაელს პასუხი მოსთხოვონ ჩადენილ ქმედებებზე და აღიკვეთოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ღაზას სექტორში.
„პაკისტანის მთავრობა სასტიკად გმობს უდანაშაულო მომიტინგეების უმოწყალო მკვლელობების სერიას. საპროტესტო აქციები და განვითარებული მოვლენები იმის შედეგია, რომ გაერო-ს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა,“ – აღნიშნულია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ პაკისტანი კვლავაც ითხოვს, მოხდეს დამოუკიდებელი და ფუნქციური პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, 1967 წელს არსებული საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული საზღვრების ფარგლებში, რის მიხედვითაც, პალესტინის დედაქალაქად იერუსალიმი უნდა იყოს ცნობილი.
ცნობისათვის, უკვე თვეზე მეტია, რაც ისრაელი-პალესტინის საზღვარზე, პალესტინის მხრიდან, პერმანენტულად ეწყობა საპროტესტო აქციები, რომელსაც ორგანიზატორები „დაბრუნების დიდ მარშს“ უწოდებენ, რა დროსაც მომიტინგეები დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ისრაელისგან ითხოვენ. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა საზღვრის მიმდებარედ უკვე 100-მდე მომიტინგე მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები