ვახტანგ მაჭავარიანი: კობა კობალაძესთან შეხვედრის შემდეგ, ვეტერანებმა შიმშილობა შეწყვიტეს

კობა კობალაძესთან შეხვედრის შემდეგ, ვეტერანებმა შიმშილობა შეწყვიტეს, – ამის შესახებ საინფორმაციო პორტალ „კვირას” პრესკლუბში ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის” თავმჯდომარემ, ვახტანგ მაჭავარიანმა განაცხადა.
“6 დღის განმავლობაში, გმირთა მემორიალთან, 3 ვეტერანი შიმშილობდა. ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვეტერანებისადმი მიდგომას აპროტესტებდნენ, მათი ძირითადი სამი მოთხოვნა გახლდათ: ვეტერანთა შესახებ კანონის საბოლოოდ ჩამოყალიბება; ვეტერანთა ჰოსპიტალის რეაბილიტაცია და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთათვის პენსიების 500 ლარამდე გაზრდა.
გუშინ საღამოს, მოშიმშილეებთან მოვიდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. კობალაძის განცხადებით, მოშიმშილეთა მოთხოვნები უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება. აქცია შვიდობიანად დაიშალა, თუმცა, მე 70 % არ მაქვს იმედი, რომ დაპირებები შესრულდება”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები