„შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ როგორც სპეცოპერაციის, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ამსახველი ვიდეო-კადრები გადმოგვცეს“

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ როგორც სპეცოპერაციის, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ამსახველი ვიდეო-კადრები ომბუდსმენის აპარატს გადასცეს.
შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკორეალიზატორებს. პირველ რიგში, შეიქმნება ორი სახის ჯგუფი, რომელთაგან ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. რაც შეეხება იმ ფაქტებს, რაც დაკავშირებულია ცალკეული პირების განცხადებებთან, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, აქ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის როლი იქნება მნიშვნელოვანი. მე შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ თითოეულ მათგანს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ვიდეო-კადრებს გადმოგვცემს. იგულისხმება, როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობისას გადაღებული კადრები, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტები,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები