„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ეძლევათ“

ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ეძლევათ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა, რომელიც გუშინ იყო დასმული, გადაჭრილია.
“გუშინ არ მოხდა დაპირისპირება. აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა, როგორც აქციის, ასევე კონტრაქციის დაშლა და, რა თქმა უნდა, შენარჩუნდა როგორც გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა ორივე მხარისათვის, ასევე ის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დიალოგის რეჟიმში.
რაც ეხება პასუხისმგებლობის თუ დასჯის საკითხს, მე არ ვარ ამაში კომპეტენტური. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი აზრის გამოთქმის და სახელმწიფო, მთავრობა კი აფასებს ადამიანების უფლებებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები