„ომბუდსმენის აპარატში, 12 მაისის ღამეს, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა”

„იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა და მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს. ესაა ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ესაა პირველი შეთანხმება და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამის შემდგომ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა საკითხი, ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს. განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით და ჩვენ სტუმრებს დავპირდით, რომ მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ომბუდსმენის აპარატში 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არცერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის.
“ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და პასუხი გავცეთ ყველა კითხვის ნიშანზე, რომელიც არსებობს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით. დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ, მათთან ერთად, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, არცერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ განვიხილოთ და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევები, ამაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები