ბერლინის გამოფენაზე ქვევრის ღვინო წარადგინეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენაზე RAW WINE (The Artisan Wine Fair) ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე RAW WINE ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს, რაც მეღვინოების სფეროს წარმომადგენლობისთვის პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას იძლევა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის მარანი“, „ველინო“, „ტიბაანი“, „აი ღვინო“, „ნაოტარი“, „რაჭული“ და „ბოლნური“. გამოფენაში ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით.

გამოფენზე მოსულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები