კახა კალაძე: ჩვენი პრიორიტეტი ადამიანი და სიცოცხლეა

რუსთაველის გამზირზე თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა. დედაქალაქის მერმა და შს მინისტრმა კონტრაქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწდეს.

“ჩვენი გუნდის მთავარი და ამოსავალი წერტილი ადამიანია და სიცოცხლე. როგორც კი საფრთხე დავინახეთ, დაპირისპირებისა, მიუხედავად აზრების განსხვავებულობისა უნდა შევძლოთ გაერთიანება. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხვალ იქნება შეხვედრა და სწორედ აქ შედგება მოლაპარაკებები და ის კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.

შეაგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს ერთკვირიანი ტაიმ-აუტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში მოხდება შს მინისტრთან მიცემულ დაპირებებზე მუშაობა და იმ შემთხვევაში, თუ დაპირებები არ შესრულდება, გამოსვლები განახლდება.
აქციის ორგანიზატორებმა, დემონსტრაციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ პოლიციას დაემორჩილონ, რათა კონტრაქციის მონაწილეებთან არ ჰქონდეს დაპირისპირებას ადგილი და სახლამდე მშვიდობით მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები