ევროკავშირი 12 მაისს რუსეთსა და ყირიმს ახალ სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისა და ყირიმის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობის საკითხი შეათანხმეს. სანქციები რუსეთის 15 მოქალაქესა და ყირიმის 5 კომპანიის შეეხება.
როგორც “ბი-ბი-სი” იუწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, 12 მაისს გაიმართება. გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების სია, რომელთაც სანქციები დაუწესა, პირველად 17 მარტს გამოაქვეყნა. ევროკავშირმა ამ სიას 21 აპრილს კიდევ 12 ადამიანის გვარი დაუმატა.