უკრაინამ რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავი უკან გააბრუნა
უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავს, რომელიც კიშინოვიდან მოდიოდა, საჰაერო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ ტვიტერზე დაწერა:
„ჩვენს თვითმფრინავს, რომელშიც იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, კიშინოვში დაბრუნება უბრძანეს ან უკრაინაში იძულებითი დაშვება“.
მისივე თქმით, თავიდან მათ თანხმობა მისცეს, შემდეგ კი გადაიფიქრეს.