ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, დილის 7 საათიდან, ერაყის მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები დაიწო. ქვეყანაში არჩევნები პირველად ტარდება მას შმდეგ, რაც ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.
ერაყში არჩევნები ბოლოს 4 წლის წინ ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება 24 მილიონ ერაყის მოქალაქეს შეეძლება. არჩევნებში გამარჯვებული გუნდი მთავრობას დააკომპლექტებს და 4 წლის მანძილზე ქვეყნის სათავეში იქნება.