ავღანეთში, საჰაერო დარტყმების შედეგად, 42 მებრძოლი მოკლეს და 24 დაჭრეს

უკანონო ფორმირების, სულ მცირე, 42 მებრძოლი მოკლეს და 24 დაჭრეს ავღანეთში მიმდინარე საჰაერო დარტყმების შედეგად, რომელიც ქვეყნის თავდაცვის უწყებამ თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ განახორციელა, – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა უწყებაში.
ავღანეთის სამხრეთით მდებარე ურუზგანის პროვინციაში, 18 მეამბოხე მებრძოლი მას შემდეგ მოკლეს, რაც მთავრობამ რადიკალური მოძრაობა თალიბანის პოზიციები დაბომბა.
მოგვიანებით, სამთავრობო ძალებმა, ანალოგიური საჰაერო თავდასხმის შედეგად, დამატებით 9 თალიბანი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, ქალაქ მარუფის შემოგარენში.
დღესვე, ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებით 15 ისლამისტი მებრძოლის განადგურება მოახერხეს დაიჩოპანისა და ფარიაბის პროვინციებში. ეს გადაწყვეტილება ავღანეთის სამხედრო უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გასული კვირების მანძილზე, არაერთი ტერორისტული აქტი მოხდა ავღანეთის ტერიტორიაზე, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები