ებრაელმა ჯარისკაცებმა ისრაელი-პალესტინის საზღვარზე პალესტინელი დაჭრეს
ებრაელმა ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში, სადაც ისრაელი-პალესტინის საზღვარია განთავსებული, პალესტინელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი პარასკევის ტრადიციული საპროტესტო აქციის დროს მოხდა. სასაზღვრო პუნქტის მიმდებარედ, პალესტინელები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ისრაელისგან მათი ტერიტორიების დაბრუნება.
ცნობისათვის, საპროტესტო აქციები, ყოველ პარასკევს, ისრაელი-პალესტინის საზღვარზე უკვე მეექვსე კვირაა, იმართება. აქციას ორგანიზატორებმა “დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს. აქციის მსვლელობისას ხშირია შეხლა-შემოხლა და არეულობები, რა დროსაც, ებრაელი ჯარისკაცები იძულებითი მოგერიებისას, ხშირად ცეცხლს ხსნიან აქციის მონაწილეების მიმართულებით.
ცნობილია, რომ ყოველკვირეული აქციების მსვლელობისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა უკვე 43 პალესტინელი მოკლეს, რამდენიმე ათასი კი დაჭრილია.