ფაშინიანმა, სერჟ სარგსიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, განკარგულება უკვე გასცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საკუთარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკვე დაავალა ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაც ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.
„ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ედუარდ აგაჯანიანს ვავალებ, რომ ერთი თვის ვადაში მოხდეს სერჟ სარგსიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფა,“-ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე, დღეს განაცხადა. მინისტრთა კაბინეტმა სერჟ სარგსიანს ერთხელ უკვე შესთავაზა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა, სარგსიანმა მაშინ უარი განაცხადა.
სომხეთის მოქმედი კანონის თანახმად, ყოფილ პრეზიდენტებს, სახელწიფო საცხოვრებლით, პენსიითა და სამთავრობო დაცვით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები